უსაფრთხოა თუ არა ლაზერული ეპილაცია?
ბოლო პერიოდამდე, ითვლებოდა, რომ ლაზერული ეპილაცია ერთადერთი საშულება იყო არასასურველი თმისგან სამუდამოდ გასათავისუფლებლად. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მითი აღმოჩნდა, რაც მრავალი კვლევითა და თავად მისი მომხმარებლების მიერ იქნა დადასტურებული. თუმცა, თმის ზრდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, არც თუ ისე სერიოზული მიზეზია ლაზერულ ეპილაციაზე უარის სათქმელად. ყველაზე მთავარი ის ზემოქმედებაა, რომელსაც თქვენი ორგანიზმი განიცდის, ლაზერული ეპილაციის გაკეთებისას.
ლაზერული ეპილაციის შემდგომი გართულებები შეიძლება იყოს ლოკალური და სისტემური. დამწვრობა და ნაწიბურები – კერძოდ, კანის ადგილობრივი დაზიანებები – ლაზერული ეპილაციის შემდგომი გართულების ყველაზე მარტივი ფორმაა. ლაზერული ეპილაციის შემდგომი გართულების ბევრად უფრო რთული ფორმაა კანზე არსებული კეთილთვისებიანი ხალების ავთვისებიან წანაზარდებად გარდაქმნა/დეგენერაცია ან ჰერპესის ვირუსული ინფექციის გამწვავება.