ლოსიონ-ეპილატორ Makeda-ს სრული 6 თვიანი კურსი

ჩვენ, ამჯერად, აღვწერთ ლოსიონის გამოყენების სრულ კურსს ფეხებზე, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ იგი შეიძლება გამოყენებული იქნეს სხეულის ნებისმიერ ზონაზე. დანახარჯი იქნება შედარებით მეტი ან ნაკლები, იმის მიხედვით, თუ რა მოცულობის და სიდიდისაა ზონა, რომელზეც იყენებთ ლოსიონს.

ლოსიონის გამოყენების დაწყებიდან:

1,5-2 თვეში

– თმის რაოდენობა მცირდება 30-40%-ით. დარჩენილი თმა არის სუსტი, ღია ფერის და თხელი. გამოყენების პირველივე დღიდან ლოსიონი ახდენს თმის ჩაბრუნების პრევენციას და ამშვიდებს ბიოდეპილაციის შედეგად გაღიზიანებულ კანს. აღნიშნული შედეგის მისაღებად დაგჭირდებათ ლოსიონის 1-1,5 ფლაკონი.

3-4 თვეში

– არასასურველი თმა შემცირდება 50-60%-ით, იმ შემთხვევაში, თუ ლოსიონს გამოიყენებთ ყოველდღიურად, დღეში ერთხელ (საღამოობით); თუ გსურთ პროცესის დაჩქარება, ბიოდეპილაციის შემდგომი პირველი 10 დღე ლოსიონი წაისვით დღეში ორჯერ, დილა-საღამოს, შემდგომში, ხოლო მომდევნო დღეებში, დღეში ერთხელ, საღამოობით. ამისათვის დაგჭირდებათ ლოსიონის 1-1.5 ფლაკონი.

5-6 თვეში

– ამ დროისათვის არასასურველი თმის 85% აღარ არსებობს. მათ ვისაც ჰქონდათ უხეში და სქელი თმის ღერი, შესაძლოა დარჩეთ მცირე ღინღლისებრი თმა ან ერთეული თმის ღერები, რომლებიც პინცეტით უნდა მოიშორით. ამ პერიოდში ლოსიონის ხარჯი 1-1,5 ფლაკონია.

სრული კურსი

– შესაძლოა ზოგიერთ მომხმარებელს დასჭირდეს დამატებით ერთი თვის განმავლობაში ლოსიონის გამოყენება, თმის სრულიად გასაქრობად. კურსი სრულდება იდეალური შედეგით. კანი მოვლილია, ბზინავს, დატენიანებულია, დაჭიმულია. თმისა და დაზიანებების გარეშე. ხარჯი – ლოსიონის 1 ფლაკონი.

კურსის ბოლოს არასასურველი თმის 85% გამქრალია.